"მირტყეს, შემდგნენ, შვილი დამიჭირეს, 6 ადამიანია დაჭერილი" - არდაზიანზე გამოსახლებულები ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ
გამოსახლება ძალის გამოყენებით - მას შემდეგ, რაც მევახშემ ტელევიზიით გამოსახლების კადრები ნახა, გიგაურების ოჯახის უფროსს დაურეკა და გარკვეული შეთავაზება გაუკეთა, თუმცა რა შეთავაზებაზეა საუაბრი, ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან მათ შორის კერძო მოლაპარაკებები მიმინარეობს.
გამოსახლების პროცესი კი არდაზიანზე ისევ გრძელდება. დაზიანება აქვს მიღებული ოჯახის წვერებს, რომელთა შორის ერთი ქალია.
"მეცა, გიჟივით გამომათრია, მიმანარცხა კარადას, მერე ვიღაც მოვიდა და გაწია, ხელი საშინლად მტკივა", - ამბობს დაზარალებული ქალი.
რაც შეეხება ოჯახის უფროსს, კაცი ამბობს, რომ გამოსახლებისას შვილი დაუჭირეს.
"შვილი დამიჭირეს და ახლობლები, 6 ადამიანია დაჭერილი, იძალადეს. კანონში წერია, რომ არ შეიძლება ხელით შეხება, მირტყეს, შემდგნენ ზედ". - ამბობს გიგაურების ოჯახის უფროსი.
ჰქონდა თუ არა გამოსახლების უფლება აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს საგამოძებო მოქმედებების დასრულებამდე, რომელსაც პროკურატურა მევახშის წინააღმდეგ აწარმოებს, ადვოკატები ამბობენ, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ.
"დაფიქსირებულია ყველა კადრი, რომელიც წავა აუცილებლად სტრასბურგში. არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება" - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება თავად აღსრულების ბიუროს, მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ ის, რომ საქმე დაწყებულია პროკურატურაში, არ გულისხმობს ავტომატურად აღსრულების პროცესის შეჩერებას.
ომის ვეტერანი, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები საკუთარი სახლიდან დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ხალხს აღსრულების ბიურომ ხელბორკილები დაადო, კარი უროთი ჩაამტვრიეს, იყო ფიზიკური ძალადობა. დაკავებულია ოჯახის 6 წევრი.
როგორც ირკვევა, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.