"სულ 2 წელია პოლიტიკაში ვარ" - კობახიძის განცხადებამ "ოცნების" ლიდერები უხერხულში ჩააგდო

23.02.23 13:49
"სულ 2 წელია პოლიტიკაში ვარ" - კობახიძის განცხადებამ "ოცნების" ლიდერები უხერხულში ჩააგდო

ირაკლი კობახიძის განცხადებამ "ოცნების" ლიდერებში შეიძლება ითქვას, რომ უხერხულობა გამოიწვია, რადგან მმართველი პარტიის წევრები ვერ ამბობენ, რომ ბესელია, ოქრიაშვილი და ხუხაშვილი მერაბიშვილის აგენტები არიან და "ოცნებაში" ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებებს ასრულდებნენ. 

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ დროს ის პარტიში არ იყო და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

თქვენთვის ალბათ ცნობილიაა, მე სულ ორი წელია, რაც პოლიტიკაში ვარ და მათ შორის, "ქართულ ოცნებაში".  ეს საკითხები ეხება იმ პერიოდს, როდესაც მე, ისევე როგორც თქვენ, გარედან ვაკვირდებოდი პოლიტიკას. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ვერ მექნება. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გუნდს, პარტიის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ ჩვენ განსაკუთრებულად შეკრული გუნდი ვართ. ერთად დგომამ და ამ შეკავშირებამ ჩვენ ეს ერთწლიანი რთული პერიოდი ასე გადაგვატარა მშვიდად და წარმატებულად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი მცდელობა შიგნიდანაც და გარედანაც დაერღვიათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები