"პარაზიტები" - პაპუაშვილი კიევში ჩასულ ოპოზიციაზე

23.02.23 13:36
"პარაზიტები" - პაპუაშვილი კიევში ჩასულ ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის წლისთავზე კიევში ჩავიდნენ, "პარაზიტებს" უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები უკრაინის დედაქალაქში თავის გამოსაჩენად და უკრაინის ომის თემაზე სპეკულაციისთვის არიან ჩასულები. 

რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამ აქციის ორგანიზატორები, რამდენადაც ვხვდები, საქართველოში არ არიან, მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა საქართველოს ქვეყნის მიღმა, ამიტომ ეს კიდევ თავისთავად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ, აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში. მრავალჯერ მოხდა ეს, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძლო ბრალდებების ობიექტი. მიუხედავად ამისა, არცერთხელ ჩვენ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ასე რომ, ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო, ეს არის, რასაც აჩენებს ქართველი ხალხი. რაც შეეხება იქ წასვლას, დღეს ბევრია, სამწუხაროდ, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაშ რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და მიდიხარ შემდეგ სხვა ქვეყანაში, უკრაინაში და კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან შემდეგ ტელეფონით პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო, რასაც ჰქვია, უკრაინის ომის თემაზე,  - სწორედ ეს არის პარაზიტობა, - ამბობს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე  საპარლამენტო დელეგაციები მთელი ევროპიდან კიევში იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება პარტია "ლელოც". ომშ მყოფ ქვეყანაში ჩასვლას "დროა" და "ნაციონალური მოძრაობაც" გეგმავს.

კიევში არ ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ხელისუფლება. ღარიბაშვილმა ამ დღეს თურქეთში ვიზიტი დაგეგმა. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ უკრაინაზე გაბრაზებულია და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობას ამიტომ არ გამოუცხადებს.

მსგავსი სიახლეები