ამ ოლიგარქიული ხელისუფლების მთავარი გზავნილი არის დასჯა - დეკანოიძე კობახიძეს პასუხობს
ხატია დეკანოძის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხვა ნებისმიერი მტკიცებულების გარეშე, ძალიან მძიმე ფაქტია.
ენმ-ს ლიდერის თქმით, ამ ოლიგარქიული ხელისუფლების მთავარი გზავნილი არის დასჯა.
პოლიტიკური ოპონენტების უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხვა არის ძალიან მძიმე, ნებისმიერი მტკიცებულებების გარეშე და ზოგადად საქართველოში მთელი წლების განმავლობაში, მათ შორის, ეს, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, თუ არ ეთანხმებიან ერთმანეთის აზრს, მაშინ ეს არის ქვეყნის და ხელისუფლების მტრობა. რა თქმა უნდა, თუ შენ აკრიტიკებ ხელისუფლებას არ შეიძლება იყო ქვეყნის მტერი. იმიტომ, რომ შენ ხარ მთავარი კრიტიკოსი ხელისუფლების, გაქვს ეს მოვალეობა, თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია ამას განსაზღვრავს. ამ ოლიგარქიული ხელისუფლების მთავარი გზავნილი არის დასჯა, ეგზეკუცია პოლიტიკური ოპონენტების, რაც, რა თქმა უნდა, არცერთი ხელისუფლების პირობებში არ არის ღირსეული და სწორი გზა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, ოქრიაშვილი, ხუხაშვილი, ბესელია და მერაბიშვილი აგენტებად მოიხსენია.
ისე ზუსტად ემოციით და გრძნობით აღწერდა აგენტის მძიმე ხვედრზე, აგენტის ტვირთზე, აგენტის განცდებზე. ომში ნამყოფი ადამიანივით ყვებოდა ომის ამბავს, ანუ თავადაც არ არის შორს ამ განცდებისგან, როგორც ჩანს.