რატომ არ მიდის "ოცნება" კიევში - თავდაცვის მინისტრი შეკითხვას გაურბის

23.02.23 13:44
რატომ არ მიდის "ოცნება" კიევში - თავდაცვის მინისტრი შეკითხვას გაურბის

საქართელოს თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველო უკრაინისთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. ამავდროპულად, ჯუანშერ ბურჭულაძე რუსეთთან სიფრთხილეზე საუბრობს და ამბობს, რომ ახაი კონფლიქტების წარმოშბის რისკები არ უნდა არსებობდეს.

ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრიანისთვის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულდ, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეკითხვას, რატომ არ მიდის კიევში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, მინისტრი გაურბის და უპასუხოდ ტოვებს.  

მსგავსი სიახლეები