ადამიანები "ხალხის ძალის" კანონპროექტის შინაარსის გაუცნობიერებლად ახდენენ მის სტიგმატიზებას - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მესამე სექტორის მიმართ კიდევ ერთი იერში მიიტანა. შალვა პაპუაშვილი NGO-ს დემოკრატიული ღირებებულებების უპატივცემულობაში ადანაშუალებს.
"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ადამიანები კანონპროექტის შინაარსის გაუცნობიერებლად ახდენენ მის სტიგმატიზებას.
აღნიშნულ ვითრებას პაპუაშვილი დემოკრატიულ კრიზისს უწოდებს. იგი ასევე ამბობს, რომ საზოგადოება უნდა იყოს სრულიად ინფორმირებული ფინანსური რესურსებისა და წყაროების შესახებ.
არ შეიძლება თემებისთვის ტაბუს დადება და დემოკრატიული დისკუსიის ცენზირება და ეს ვნახეთ ბოლო დღეებში. ისე რომ ადამიანები გაცნობილიც არ იყვნენ კანონპროექტს, ახდენდნენ პირდაპირ სტიგმატიზებას ამ კანონპროექტის და იმ ადამიანების, ვინც ეს დააინიცირა. ვინც სხვებს ზომავენ გამჭვირვალობის ერთი საზომით, საკუთრ თავს იგივე საზომებს არ უყენებენ. სამწუხაროდ, ეს არის ლაკმუსის ტესტი, რომელიც აჩვენებს თუ როგორი არის დემოკრატიული კრიზისი გარკვეულ სეგმენტებში. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს ისინი, ვინც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფორმირებაში, რა ფინანსური რესურსები და წყაროები აქვთ მათ",- ამბობს შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მათ მთავარ მიზანს მედიისა და არასამთავრობოების საქმიანობის გამჭვირვალობა წარმოადგენს და მიზანი დისკრედიტაცია არ არის.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" მოამზადა, ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. 300-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი მოწყვლადი ჯგუფების დაუცველობას განაპირობებს.
"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირებულია. კანონპროექტის თანახმად, ყველა ენჯეო ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ე.წ აგენტების რეესტრში, რითაც მათი დაფინანსების წყაროების კონტროლი მოხდება.