უკრაინის გვერდით დგომა რეალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაგვეხმარება - გია ბუღაძე

23.02.23 15:00
უკრაინის გვერდით დგომა რეალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაგვეხმარება - გია ბუღაძე

მხატვარი გია ბუღაძე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე  მისვლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხვალ დაანონსებულ აქციაზე მიუსვლელობა ბნელ მხარეს დგომას ნიშნავს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველია.

მხატვარი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის გვერდით დგომა  დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაგვეხმარება.

დღეს უკრაინა არის ნათელ მხარეს, ის არის ნათელი მხარის განხორციელება და განსახიერება, თუ მასთან არ დავდგებით დავიღუპებით. მაგრამ მარტო ეგ არ არის, იქ იმიტომაც მივდივართ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მართლა რეალური დამოუკიდებლობისათვის. უკრაინა ამაში გვეხმარება და ის არის ფლაგმანი თავისუფლებისა და სიკეთის ამ სამყაროში. თუ არ დადგები იქ, ფაქტობრივად ბნელ მხარეს დგახარ და ბნელ მხარეს დგომა, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა.- ამბობს ბუღაძე.

მსგავსი სიახლეები