"ჩვენ არ ვართ ის სამარცხვინო მთავრობა, რომელიც მეგობარს ასე ექცევა" - ხოშტარია კიევში ჩავიდა

23.02.23 15:12
"ჩვენ არ ვართ ის სამარცხვინო მთავრობა, რომელიც მეგობარს ასე ექცევა" - ხოშტარია კიევში ჩავიდა

პარტია "ლელოს" შემდეგ კიევში "დროას" ლდიერი ელენე ხოშტარიაც ჩავიდა. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე კიევში  ჩასვლაზე ხელისუფლების უარი, წარუშლელი სირცხვილია. 

ხოშტარია ამბობს, რომ 24 თებერვალს რადაში დაგეგმილ დაგეგმილ ღონისძიებას "ქართული ოცნების" ნაცვლად, ოპოზიცია დაესწრება და უკრაინას თავის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს. 

24 თებერვალი არის მთელი მსოფლიოსთვის და ალბათ განსაკუთრებით საქართველოსთვის წყალგამყოფი დღე და ამ დღეს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმა ჩამოსვლაზე არის წარუშლელლი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამიტომ ჩვენთვის არ არის საკმარისი რომ ვიწუწუნოთ, როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს, ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ჩვენ, 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ აქციის პარალელურად, მე აქ ვიქნები, აქედან მივმართავ, მათ შორის, აქციას, აქ მექნება შეხვედრები და რადაშ წარმომადგენელი ვიქნები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ „ლელოც“ აქ არის, სხვა პარტიებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში იქნება.  აქ ყოფნა, თბილისის ქუჩებში ყოფნა, ეს არის ერთი სოლიდარობა. მეორე, პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენ არ ვართ ის სამარცხვინო მთავრობა, რომელიც ასე იქცევა მეგობრის მიმართ, რუსეთის მტრის მიმართ  და რომ საქართელოს არჩეული აქვს როგორც უკრაინის სოლიდარობის, ასევე საკუთარი თავისუფლების და წევროპული პერსპექტივის გზა, - თქვა ხოშტარიამ. 

ცნობილია, რომ უკრაინის დედაქალაქში იმყოფება "ნაციონალური მოძრაობაც" , რომელიც ასევე 24 თებერვალს რადაში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. 

 

მსგავსი სიახლეები