"მარადიული ხსოვნა და ჩვენი მადლიერება მათ" - "ლელო" კიევში გმირთა მემორიალთან მივიდა
პარტია "ლელოს" ლიდერები კიევში, მიხაილოვსკის ეკლესიასთან მდებარე დაღუპულ გმირთა მემროიალთან მივიდნენ და მათ პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ კედელზე, სადაც დაღუპული გმირების ფოტოებია განთავსებული, ქართული ლეგიონის წევრების ფოტოსურათებიც მოიძებნება.
ჩვენ აქ მოვედით დღეს, რომ პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. თითეული მათგანის სახელს ისტორია შეინახაბს, როგორც ადამიანების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი თავი გასწირეს ჩვენი თვაისუფლების დასაცავად და არა მხოლოდ ჩვენი, თავისუფალი სამყაროს ღირებულებების დასაცავად. ამიტომ მარადიული ხსოვნა და ჩვენი მადლიერება თითოეულ მათგანს, - თქვა ადგილზე მისვლისას სალომე სამადშვილმა.
დღესვე "ლელოს" უკრაინის დედაქალაქის მერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდება.
ჩვენ აქ ჩამოვედით ქართელი ხალხისგან თანადგომის და თანაგრძნობის გზავნილის ჩამოსატანად. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის, კიევის მერთან ვისაუბრებთ, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, რომ ამ დროს კიევის მოქალაქეებს გარკვეული მხარდაჭერა გავუწიოთ. გვექნება საუაბრია სევე, რომ ჩვენს შორის ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, - თქვა პარტიის გენმდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.