"მივაწვდინოთ ხალხის ხმა ყველას!" - მაკა ჩიჩუა მოქალაქეებს 24 თებერვლის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს მოსახლეობას 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ჩიჩუა მიიჩნევს, რომ უკეთესი და ნათელი მომავლისთვის ხალხი ქუჩაში უნდა გავიდეს და უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადოს.
ვისაც შეუძლია, რომ ერთი ხმით მაინც აჩვენოს, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი მომავალი, გავიდეთ 24-ში, დავდგეთ და ხალხის ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც აინტერესებს ჩვენი პოზიცია და არა იმ დაჯგუფების, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. თუ გვინდა, რომ გავხდეთ ცივილური სამყაროს ნაწილი, თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს უკეთესი შევთავაზოთ, უფრო ნათელი მომავლისკენ სწრაფვა თუ გვინდა, ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეთ 24-ში 19:00 საათზე და დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს უდიდესი ნაწილი, ეს არაერთხელ ვაჩვენეთ ჩვენ, იდგება და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, თავის აზრზს, თავის ღირსებას აჩვენებს, რომ არ შევეგუებით ჩვენ ამ შავ-ბნელ, განუვითარებელ, კრიმინალურ დაჯგუფებას, როგორიც არის პუტინის რუსეთი, - ამბობს მაკა ჩიჩუა.
შეგახსნეებთ, რომ ხვალ, რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი წლის თავზე უკრაინის ხმარდასაჭერად, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მოქალაქეები ქუჩაში გადიან. აქცია 19:00 საათზე რუსთაველი გამზირზეა დაგეგმილი.