სააკაშვილისთვის არაფერი დაგვიბრალებია - "ვივა მედი" თავის მართლების რეჟიმშია
გუშინდელი გაკეთებული განცხადებების შემდეგ ზურაბ ჩხაიძე თავის მართლების რეჟიმშია.
"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არაფერი დაუბრალებია.
პაციენტისთვის არაფერი არ დაგვიბრალებია. ჩვენ ერთგული ვართ, როგორც თქვენ გესმით ჰიპოკრატეს ფიცი, და ალბათ არის რაღაცები, რომელიც საჯაროდ არ ითქმებოდა", - ამბობს ჩხაიძე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ პირად ექიმს, თამარ დავარაშვილს სურდა, რომ დამატებით ესაუბრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
გუშინ კლინიკა "ვივამედის" ექიმების მიერ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრეს, დაადასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პასუხისმგებლობის პაციენტზე გადატანა სცადეს და თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტი შესაბამისი კალორაჟის საკვებს არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ "ვივამედის" ექიმების ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ექიმების ყველა განცხადება ტყუილია გარდა იმისა, სადაც ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა.