მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის - ტარიელ ნაკაიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე მამუკა მდინარაძეს მუსულმანი საზოგადოების მისამართით ბოდიშის მოხდას სთხოვს, ვინაიდან, ნაკაიძის თქმით, მდინარაძე საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობას ეწევა.
ვინაიდან მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქოს არსებობენ რადიკალური ისლამისტები, რომლებსაც სხვა უცხო ქვეყნიდან აფინანსებენ და არავინ არ იცის, ეს ადამიანები რა პროპაგანდას განახორციელებენ საქართველოში.
"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს. ამ განცხადებით "ქართული ოცნება", კერძოდ მდინარაძე მართლაც ამ "რუსული კანონის" გატანის მცდელობით მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური. მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგნიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანობის მიღების შემდეგ. ხელისუფლების ქმედების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის."- ამბობს ნაკაიძე.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქოს არსებობენ რადიკალური ისლამისტები, რომლებსაც სხვა უცხო ქვეყნიდან აფინანსებენ და არავინ არ იცის, ეს ადამიანები რა პროპაგანდას განახორციელებენ საქართველოში.
რუსული კანონი არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებს და რელიგიურ კომფესიებსაც ეხება.