კობახიძისა და პაპუაშვილის განცხადება აქციის ორგანიზატორების კიევში წასვლაზე, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა - 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფი
კობახიძისა და პაპუაშვილის განცხადება აქციის ორგანიზატორების კიევში წასვლაზე, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა - 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.
“აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა თქვენ დაიმალეთ და უარი თქვით უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე. ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება” - ნათქვამია 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.