"ლელოს" ლიდერები კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ
"ლელოს" ლიდერები კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ორი დღეა უკრაინაში იმყოფებიან და უკვე კიევში შეხვედრებს მართავენ.
"ლელოს" ლიდერები დღეს კიევში, მიხაილოვსკის ეკლესიასთან მდებარე დაღუპულ გმირთა მემროიალთანაც იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუოპული გმირების ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიდერები კიევში იკრიბებიან. რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, პოლიტიკოსები ცივილიზებული ქვეყნებიდან უკრაინაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად ჩადიან. 24 თებერვალს რადაში საგანგებო სხდომის შემდეგ, დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან ბუჩასა და ირპენში ჩავლენ, იქ სადაც რუსეთმა ომის უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა.