ერთი დღე მასშტაბურ აქციამდე - ვინ მივა ხვალ რუსთაველზე უკრაინის მხარდასაჭერად

23.02.23 20:17
ერთი დღე მასშტაბურ აქციამდე - ვინ მივა ხვალ რუსთაველზე უკრაინის მხარდასაჭერად

24 თებერვალი! რუსთაველის გამზირი - საქართველოს მოქალაქეების გზავნილი და მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც ერთი წელია რუსულ სისასტიკეს ებრძვის.  ხვალინდელი დღე იქნება ერთ-ერთი გამონაკლისი, როცა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე  ერთად იდგება ყველა, განსხვავებული  თაობისა და შეხედულებების ადამიანები. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს და ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს არა რუსეთში არამედ ევროპაში ხედავს

რუსთაველის გამზირზე მივა ყველა, ქართული ოცნების წევრების გარდა.  საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და ანტირუსულ მანიფესტაციაში მონაწილეობაზე უარი მიზანმიმართულად თქვა,  უკრაიანას კი დემარში გამოუცხადა. კონფერენციას სადაც რუსულ აგრესიაზე მსჯელობდნენ, დღეს  ხელისუფლების არცერთი წარმოამდგენელი არ დაესწრო და ამით  თავიდან აიცილეს ოკუპანტის სისასტიკეზე საუბარი.

ერთი დღე მასშტაბურ აქციამდე-ვინ მივა ხვალ რუსთაველზე - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები