ღალატის სერია პუტინის კარზე - რუსეთის პრეზიდენტი იმის დადგენაშია, ვის გააქვს კრემლიდან საიდუმლო ინფორმაციები

23.02.23 20:26
ღალატის სერია პუტინის კარზე - რუსეთის პრეზიდენტი იმის დადგენაშია, ვის გააქვს კრემლიდან საიდუმლო ინფორმაციები

ღალატის სერია პუტინის კარზე. ომში რუსეთის დიდი მარცხის ფონზე, პუტინის ერთ დროს ერთგული ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობენ და ერთმანეთის მიყოლებით უკრაინის სამსახურში დგებიან.  

უკრაინის დაზვერვა კონკრეტულ სახელებს და გვარებს უსაფრთხოების მიზნით არ ასაჯაროვებს, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პუტინის მოღალატეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ახლა რუსეთის პრეზიდენტი იმის დადგენაშია, ვის გააქვს კრემლიდან საიდუმლო ინფორმაციები. ომისთვის და რუსი სამხედროებისთვის კი ვეღარ იცლის.  ყველაზე  დიდი სისატიკით გამორჩეული დაქირავებული მკვლელებიც კი, ვაგნერის დაჯგუფებიდან ფრონტის ხაზზე უიარაღობით იღუპებიან.

დეტალები იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები