ჩვენ ვიბრძვით თქვენთვისაც, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია - კლიჩკო "ოცნებას" უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

23.02.23 20:32
ჩვენ ვიბრძვით თქვენთვისაც, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია - კლიჩკო "ოცნებას" უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

"ეს ერთი წელი არის ტანჯვა უკრაინისთვის და დიდი წნეხი ევროპისთვის" - ამის შესახებ კიევის მერმა "პირველებთან" ისაუბრა. 

კლიჩკო საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რომ ჩავიდნენ უკრაინაში და მხარი დაუჭირონ მათ, რადგან ეს საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანია.

კლიჩკოს თქმით, თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს, შემდეგი საქართველო იქნება.

ჩემი მთავარი სათქმელი საქართველოსთვის დღეს ესაა: თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს, ქართველებო შემდეგი თქვენ ხართ. თქვენ ეს უნდა გესმოდეთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ ვიბრძვით თქვენთვისაც. ყველაფერი გააკეთეთ უკრაინისთვის. 
საქართველოს ხელისუფლებას ვიტყოდი რომ ჩამოვიდნენ კიევში. დაუჭირონ მხარი უკრაინას. 
ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან, საშინელებიდან, წამებიდან, ერთი წელი და მილიონობით დაღუპული ადამიანი. ერთმა კაცმა გადაწყვიტა ისევ ააშენოს რუსული იმპერია, და ამისთვის მილიონობით სიცოცხლე გაწირა. უკრაინამ მთელი მსოფლიო გააოცა რეზისტენტულობით, სიმამაცით, და არავინ ელოდა, რომ ეს ჩვენ შეგვეძლო. ჩვენ ვგრძნობთ პარტნიორების მხარდაჭერას, ქართველების მხარდაჭერას, ჩვენ გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა, პუტინს უნდა რომ მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში და იქ დაბრუნება აღარ გვინდა. წერტილი".- ამბობს კლიჩკო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები