"უხერხულობა მისმა პატრონმა უნდა იგრძნოს, ვინც ხელში ჩაუგდო ქვეყანა ამ შეშლილს" - აგენტებად შერაცხვის კამპანია და პასუხი კობახიძეს
აგენტებად შერაცხვის კამპანია გახსნილია. გია ხუხაშვილი, ეკა ბესელია და კახა ოქრიაშვილი უკვე გამოცხადებული არიან ვანო მერაბიშვილის ჯაშუშებად. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სრული სერიოზულობით ყვებოდა, როგორ იყო ეს ხალხი ჩანერგილი "ოცნებაში" და თან ისე, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. ერთდაერთი გიორგი გახარიას წარსულზე საუბრისგან შეიკავა თავი, თუმცა დაანონსა, რომ გახარიას ჯაშუშობის ამბავი ცალკე სასაუბრო თემაა.
აგენტებად შერაცხულების პასუხმაც არ დააყოვნა. ისინი ამბობენ, რომ აგენტომანიით შეპრობილი ირაკლი კობახიძე სასწრაფოდ სამკურნალოდ არის გადასაყვანი.
"უხერხულობა მისმა პატრონმა უნდა იგრძნოს, ვინც ხელში ჩაუგდო ქვეყანა ამ შეშლილ ყმაწვილს" - თქვა ეკა ბესელიამ.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ უხერხულობა თავად მმართველ გუნდსაც შეუქმნა. დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ყველა თავს არიდებდა და ამბობდნენ, რომ ყოფილი თანაგუნდელების აგენტობის შესახებ არაფერი სმენიათ.
დეტალები
ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.