ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა - გახარია 20 ივნისზე

23.02.23 21:42
ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა - გახარია 20 ივნისზე

გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენებზე ფაქტობრივად პასუხისმგებლობას ირიდებს და "რეაქციის" ეთერში ამბობს, რომ ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა.

"ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა.  რომელი საქმე უფრო იყო რუსეთისთვის სასარგებლო, კაცმა არ იცის. 

ერთი თქვენ საუბრობთ ემოციურად 20 ივნისზე და ამ ბოლო დროს ღარიბაშვილმაც დაიწყო.

ერთ დღეს იმ წერტილში მივალთ, სადაც ერთ მხარესაც შერცხვება და მეორე მხარესაც", - ამბობს გახარია.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, გასცა თუ არა 20 ივნისის ბრძანება ივანიშვილმა, გახარია პასუხობს, რომ არა. 

მსგავსი სიახლეები