რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა პარალიზებულია - "პირველების" ინფორმაციით, გვირაბში ტრაილერი ამოტრიალდა
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა პარალიზებულია - 3 საათზე მეტია დასავლეთიდან მომავალო კოლონა ბორითთან დგას.
საცობის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. "პირველების" ინფორმაციით, გვირაბში ტრაილერი ამოტრიალდა და გზა ჩახერგა.
რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ადგილზე სამაშველო ღონისძიება ვერ იწყება.
საპატრულო პოლიცია მგზავრთა ნაკადს საჩხერე-ჭიათურის შეკოვლითი გზით უშვებს, სადაც მოძრაობა გადატვირთულია. გზაზე თოვს და ლიპყინულია.