ივანიშვილი რუსულ საქმეებს არასდროს მავალებდა, ავალებს პატარა, მშიშარა ბიჭებს - გახარია "ოცნებაზე"
გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის რუსული ინტერესის გატარება არასდროს დაუვალებია, "ოცნების" ლიდერები კი მისი თქმით, პატარა მშიშარა ბიჭები არიან და მათ ავალებს, რადგან "არას" თქმა არ შეუძლიათ.
"მე ასეთ რაღაცებს ივანიშვილი ვერ მავალებდა, რადგან მე მისთვის მარტივად შემეძლო მეთქვა, არა. ამათ კიდევ არ შეუძლიათ და იმიტომ არიან პატარა, მშიშარა ბიჭები და სხვაობას ვერ ხედავთ?
ვერ მეუბნებოდა ნიშნავს რომ ვერ მეუბნებოდა, სადაც არა იყო სათქმელი, მე ამის რესურსი მქონდა, რომ არა მეთქვა",- ამბობს ივანიშვილი.