რაც არ უნდა იყოს, სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია - გახარია
გიორგი გახარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს და მასზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, რადგან რაც არ უნდა იყოს, სააკაშვილი მაინც საქართველოს პრეზიდენტია.
მიშა სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა. სააკაშვილის დღევანდელი საკითხი არის აბსოლუტურად ჰუმანიტარულ განზომილებაში.
მისი პერსონალური ტრაგედია არის იმაში, რომ მისი კოლეგებიც პოლიტიკურურ განზომილებაში იყენებენ მიშას საკითხს.
მას არავინ აღარ დარჩა ევროპარლამენტარების გარდა.
მის თანაგუნდელებს თუ მართლა ადარდებთ მისი მდგომარეობა შეუძლიათ სტრასბურგს მიმართონ და დროებითი ღონისძიებები მოითხოვონ, მაგრამ პოლიტიკური საკითხია და ეშინიათ", - ამბობს გახარია.