24 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებ - გახარია

23.02.23 23:26
24 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებ - გახარია

გიორგი გახარია, ხვალ,  უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე არ იქნება. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუ მიზეზებზე საუაბრი არ ისურვა.

კონკრეტულად მე ამ აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებ სხვადასხვა მიზეზების გამო, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ჩვენი მხარდამჭერები და ჩემი თანამებრძოლები იქნებიან იქ. 

არ გვჭირდება არავისგან იმის მითითება, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრიანელ ხალხს. სხვა ფრონტებზე ბევრად უფრო ექფექტურად ვუჭერ მხარს, დამერწმუნეთ უკრაინას და ეს ვინც უნდა იცოდეს, იმათ კარაგდ იციან

ეს აქცია ნორმალურ  ფრაგლებში უნდა დარჩეს. იქ ბევრი იდეა  და ათასი სისულელე იყო. ახლა მოვიდნენ აზრზე და სწორედ არტიკულირებენ", - ამბობს გახარია.


 
 

მსგავსი სიახლეები