"ტყუილები ეწერათ, ვითომ მქონდა ხველება" - გაყალბებული კოვიდ დიაგნოზი თბილისში

08.05.21 13:41
"ტყუილები ეწერათ, ვითომ მქონდა ხველება" - გაყალბებული კოვიდ დიაგნოზი თბილისში

გაყალბებული კოვიდ დიაგნოზი - თათია ნიკოლაძე ამბობს, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონია, თუმცა დიაგნოზში ჩაუწერეს და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ ინფიცირებულებთან ერთად მოათავსეს. ნიკოლაძემ სასწრაფო დახმარება მწვავე მუცლის ტკივილის სიმპტომებით გამოიძახა, თუმცა მას მთელი ღამის განმავლობაში არ უმკურნალეს და სულ სხვა სიმპტომები ჩაუწერეს.

2 მაისს საღამოს დამეწყო მუცლის ტკივილი და გამოვიძახე სასწრაფო, რომელმაც გადამიყვანა ღუდუშაურში, გამიკეთდა სწრაფი ტესტი და მითხრეს, რომ იყო დადებითი. მოვითხოვე, რომ ტესტი ენახებინათ ან თავიდან გაეკეთებინათ რაზეც მივიღე დამცინავი პასუხი. ღუდუშაურმა არ მიმიღო,წამიყვანეს რესპუბლიკურში, კოვიდიანებთან ერთად დამაწვინეს. არანაირი სიმტპომი არ მქონია, დეკემბერში გადავიტანე და ვიცი რა სიმპტომებიც აქვს. ღუდუშაურში ტყუილები ჰქონდათ ჩაწერილი, რომ ვითომ მქონდა ხველება,ცხელება და სხვა სიმპტომები გადავწყვიტე გამეკეთებინა პისიარი. მთელი ღამე მატარეს მწვავე მუცლის ტკივილით - ამბობს თათია ნიკოლაძე.

ღუდუშაურის კლინიკა და რესპუბიკური საავადმყოფო მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.