პანკისის სპეცოპერაციაზე „ოცნებამ“ ილაპარაკოს - გახარია

23.02.23 23:38
პანკისის სპეცოპერაციაზე „ოცნებამ“ ილაპარაკოს - გახარია

პარტია "საქართველოსთის" ლიდერი გიორგი გახარია პანკისის სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას იხნის და მთლიანად "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებს.

პანკისის სპეცოპერაციაზე „ოცნებამ“ ილაპარაკოს, თუ რაიმე უნდათ, შეუძლიათ სასამართლოში მივიდნენ. პასუხისმგებლობა ჩემთვის მომავალია და მე ამაზე სასაუბროდ მოვედი აქ და არა წარსულზე, პანკისზე და 20 ივნისზე", - ამბობს გიორგი გახარია.

2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. 
დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. 

 

 

მსგავსი სიახლეები