ომიდან 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან - გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავს ეხმაურება.
"1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან" - წერს გახარია.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.
უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებულო ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს გიორგი გახარია.