პუტინის ომის 365 დღე - დედაქალაქი დგას, დემოკრატიაა დგას! - "პირველები" კიევიდან

24.02.23 11:22
პუტინის ომის 365 დღე - დედაქალაქი დგას, დემოკრატიაა დგას! - "პირველები" კიევიდან

ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან.  365 დღე და გამძლეობა, რომელიც ურკაინელმა ერმა გამოჩინა. უკვე ერთი წელია, კიევი დგას, დემოკრატიაა დგას. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაც წუხელ ისევ საპრეზიდენტო სასახლიდან გამოაქვეყნა. იყო მარიუპოლი,  ბუჩა, ირპენი, ჰოსტომელი...  რუსეთის სამხედრო დანაშაულებები, რომელსაც  ბოლო არ უჩანს. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე - ქალები ბავშვები და მოხუცები. დაიღუპა 8 ათასზე მეტი ადამიანი.  14-მა მილიონმა ურკაინელმა კი საკუთარი ქვეყანა იძულებით დატოვა.

 ომი დღესაც გრძელდება. ქალაქში, სადაც ისევ საჰაერო განგაშის ხმები ისმის, დღეს საპარლამენტო დელეგაციები ევროპული ქვეყნებიდან მიემართებიან.

ისტორიულ დღეს "ტვ პირველი" კიევში ხდება. რუსუდან დუმბაძე ადგილიდან იუწყება, რომ კიევში სიმშვიდეა, თუმცა ქალაქი უამრავმა ადამიანმა დატოვა. ვინც დარჩა, ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ. 

"ვრჩებით უკრაინაში და ვიბრძვით ბოლომდე", "მშვიდობა ან სიკვდილი", "სკოლაში ვმუშაობ, როცა განგაშის სიგნალი ირთვება, ბავშვები სარდაფში ჩამყავს" - უყვებიან რიგითი უკრაინელები "ტვ პირველს". 

 

მსგავსი სიახლეები