"უკრაინა დგას მტკიცედ, იბრძვის, ცხოვრობს"- ზელენსკის მიმართვა

24.02.23 11:36
"უკრაინა დგას მტკიცედ, იბრძვის, ცხოვრობს"- ზელენსკის მიმართვა

"ბოროტება ჯერ კიდევ გარშემოა და ბრძოლა გრძელდება. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით დასრულდება"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის  აღმოსავლეთით ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთბენ, რომ ქვეყანამ გაუძლოს: 

დღეს სხდომა გაიმართა, გაფართოებულ ფორმატში, დეტალური ანგარიშები იქნა წარდგენილი, მდგომარეობა აღმოსავლეთით ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ რომ გავუძლოთ, ვიღებ დეტალურ ანგარიშებს ხერსონში არსებული ვითარების შესახებ, იქ რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, დაზიანდა მთავარი მილსადენი, რომელიც 600-მდე სახლის გათბობას უზრუნველყოფდა, 40 ატასზე მეტ ადამიანს, სამუშაოები გრძელდება გათბობის აღსადგენად, და ჩვენ აღვადგენთ! რაც არ უნდა ააფეთქონ ამ რუსმა ტერორისტებმა და ნაძირლებმა ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. უკრაინელი სამხედროები,  ყველას გვიცავენ ფრონტის ხაზზე,  ჩვენი დამცველების წყალობით, უკრაინა დგას მტკიცედ, იბრძვის, ცხოვრობს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს - ცოცხალს და მათ, ვინც, სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არიან - გამბედაობისთვის.

 

მსგავსი სიახლეები