საქართველოს მოსაკოვიდან მართული ხელისუფლება ჰყავს, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ბოროტების გვერდით არ ვართ - მარგველაშვილი

24.02.23 12:55
საქართველოს მოსაკოვიდან მართული ხელისუფლება ჰყავს, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ბოროტების გვერდით არ ვართ - მარგველაშვილი

ჩვენ, როგორც ცივილიზებულმა ერმა უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ბოროტების გვერდით - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინის სოლიდარობის აქციას უერთდება. 

მისი თქმით, საქართველოს მოსაკოვიდან მართული ხელისუფლება ჰყავს

"მე დღეს ვუერთდები ამ აქციას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზით. პირველ რიგში, ჩვენ, როგორც ცივილიზაციის ნაწილმა, ცივილიზებულმა ერმა, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ბოროტების გვერდით, არამედ არის სიკეთის და ცივილიზაციის გვერდით, იმ გმირი ხალხის გვერდით, რომელიც დღეს ატარებს ბოროტების იმპერიას და, რომელმაც მთელი მსოფლიო გააერთიანა ამ მიზნისკენ. მეორე- მე ამას ვუერთდები საქართველოს მიზეზით. იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველებმა, მიუხედავად იმ ძალინ მძიმე ნაბიჯებისა, რომელსაც ჩვენთვის და თავისთვის დგამს ქართული სახელმწიფო, ჩვენ, როგორც ერმა, უნდა ვაჩვენოთ სად დგას ჩვენი ერი ცივილიზაციურად. ჩემთვის ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ მე იოლად ვუხსნი საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ ჰყავთ მოსკოვიდან მართული ხელისუფლება.  ბუნებრივია, ეს აზრი მე მანამდეც მქონდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე მათ გამიადვილეს ამის ახსნა საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ჰყავს მოსკოვიდან მართული ხელისუფლება. ძლიან ბევრი მაგალითი მომცეს იმისთვის, რომ ეს ხალხს იოლად ავუხსნა." - თქვა მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები