საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოიქცია თავი - პრეზიდენტი
არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნების" მთავობა გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას:
საქართველოს მთავრობა გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია.
ეს გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი, არა ერთხელ, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შენახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე"- თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრობის ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა.
"თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი"- დასძინა პრეზიდენტმა.
თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება"- ამბობს ზურაბიშვილი.