გამოვხატე კიევში წასვლის მზადყოფნა, მოწვევა ვერ მივიღე - სალომე ზურაბიშვილი
"დროულად გამოვხატე კიევში წასვლის მზადყოფნა, სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე"- ამის შესახებ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა, დღეს უკრაინაში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო.
პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტი უკრაინაში არჩასვლის გამო მკაცრად გააკრიტიკა
"ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საზოგადოების სახელით პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილზე და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ.
მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.