პრეზიდენტი: ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ქართულ ღირსებასა იცავდნენ
თანამემამულეები, ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც იცავდნენ - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლსა თუ ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც იცავდნენ"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყებასა და საქართველოს ოკუპაციას შორის სიმბოლური პარალელი გაავლო:
დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეა. 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე. 19 თებერვალს კი მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო. ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება არ გავიგოთ როგორც ნიშანი"- დასძინა მან.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა.