"დღეს იმედის დღეა, ეს მძიმე დღეები მალე დასრულდება" - ელჩები უკრიანას მხარდაჭერას უცხადებენ
ბულგარეთისა და ჩეხეთის ელჩები საქართველოში უკრიანის საელჩოში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ეს მძიმე დღეები აუცილებლად დასრულდება.
დღევანდელი დღე დაიწყო ერთი წლის წინ ომით, ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ დღის გახსენება. ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალს. დღეს იმედის დღეა. მჯერა, რომ მალე ეს მძიმე დღეები დასრულდება და ერთად ვიზეიმებთ უკრაინის გამარჯვებას". - აცხადებს ბულგარეთის ელჩი.
უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია ჩეხეთის ელჩიც, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.
აქ იმიტომ მოვედი, რომ პატივი მივაგო გარდაცვლილების ხსოვნას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და გვჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამბობს ჩეხეთის ელჩი საქართელოში.
რუსთაველზე სამზადისი დაწყებულია. დიდი შეკრება უკრიანის მხარდასაჭერად ზუსტად 7-ზე გაიმართება. ქუჩაში გადის ასობთ ადამიანი, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის ხმარდაჭერა დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია. ღირსების, თავისუფლებისაა და გამარჯვების სახელით, გარეთ იდგებიან ახალგაზრდებიც.სტუდენტები პოლიტიკისგან დაცლილ, სამოქალაქო პროტესტს შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც, ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი პირველი ლედი, მომღერლები, მსახიობები და მოკლედ ყველა, ვინც თვლის, რომ პუტინის აგრესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.