ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსული ინტერესებით ძალაუფლების შენარჩუნებაა - დეკანოიძე
"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსული ინტერესებით ძალაუფლების შენარჩუნებაა - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერების მწვავე განცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის დეპუტატების განცხადებები სამარცხვინოა:
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის არა მხოლოდ სამარცხვინო, მთელი ამ ხნის მანძილზე, რასაც ისინი აკეთებდნენ, ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლებაზე, ძალიან მძიმე, თითქოს ბალანსირებულ პოზიციას იცავდნენ და ეს არ არის ბალანსის პოლიტიკა. იმიტომ რომ არ არსებობს არჩევანი ღირსებას, თავისუფლებასა და რაიმე ბალანსს შორის. ამიტომ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად ხვდება, რა არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის რუსული ინტერესებით შეინარჩუნოს ძალაუფლება საქართველოში- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.