როგორ მოახერხეთ? - მსოფლიოში უკრაინაზე განაწყენებულია მხოლოდ მოსკოვი, მინსკი და საქართველო - უსუფაშვილი ოცნებას

24.02.23 14:15
როგორ მოახერხეთ? - მსოფლიოში უკრაინაზე განაწყენებულია მხოლოდ მოსკოვი, მინსკი და საქართველო - უსუფაშვილი ოცნებას

"ლელოს" ლიდერის თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ოცნებამ არათუ მეგობრულ, არამედ ნორმალურ დონეზეც კი ვერ შეინარჩუნა. 

დავით უსუფაშვილის თქმით, მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანაა, რომელიც უკრაინაზე განაწყენებულია და მათ შორის არის საქართველოც: 

ოცნების წარმომადგენლები ხშირად განაწყენებული სახეევბით გვიყურებენ რუსეთს რატომ გვადარებთო. რა ვქნათ, როდესაც მსოფლიოში უკრაინის ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხი (ხელისუფლბები) ვიცი მე მოსკოვში, მინსკში და საქართველოში. როგორ არ შევადაროთ? დავსვათ საკითხი და კითხვა - ვისი ბრალია ეს ყველაფერი? როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ, რომ ყველაზე ახლო ინტერესები, ვისაც გვაქვს ერთმანეთთან, უკრაინა და საქართველო, (იმიტომ რომ ორივე ვართ რუსული აგრესიის მსხვერპლი) ჩვენ შორის ურთიერთობა ნორმალურ დონეზე მაინც იყოს, ართუ რაღაც სუპერმეგობრულ დონეზე"- აცხადებს უსუფაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.  

 

მსგავსი სიახლეები