საერთოდ არ არის საინტერესო, გიორგი გახარია რას იტყვის - კალაძე
თბილისის მერისთვის გიორგი გახარია უინტერესო ფიგურად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერი ოპოზიციაში გადავიდა. ამის შესახებ კახა კალაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საერთოდ არ არის საინტერესო დღევანდელ მოცემულობაში, გიორგი გახარია რას იტყვის. რაც ოპოზიციაში გადავიდა იმის მერე აღარ არის საინტერესო, იმიტომ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არის პრიორიტეტული დღეს ხელისუფლებისთვის, ხალხისთის და ჩვენთვის", - ამბობს კახა კალაძე.
გუშინ გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, "ოცნების" ლიდერების კი პატარა, მშიშარა ბიჭები. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ვერსად გაიქცევა, რადგან მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი.