იყო ნული, "ოცნებაში" გაიზარდა, უღალატა გუნდს, ისევ ნულია - მაჭარაშვილი გახარიაზე

24.02.23 14:19
იყო ნული, "ოცნებაში" გაიზარდა, უღალატა გუნდს, ისევ ნულია - მაჭარაშვილი გახარიაზე

ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას, გუშინდელი გაკეთებული განცხადებების შემდეგ ნულს უწოდებს.

მაჭარაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი "ოცნების" ხარჯზე გაიზარდა, პარტიიდან წასვლის შემდეგ კი ისევ ნული გახდა.

ის იყო ნული, როდესაც "ოცნებაში" მოვიდა,  მერე "ქართული ოცნების" ხარჯზე გაიზარდა, მერე უღალატა გუნდს და ისევ გახდა ნული. ის ამბობდა უმრავლესობაზე სხვას და ორი დღის მერე გამოვიდა, თქვა სხვა და მიიღო სხვა გადაწყვეტილება",- ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

გუშინ გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, "ოცნების" ლიდერების კი პატარა, მშიშარა ბიჭები. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ვერსად გაიქცევა, რადგან მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი. 

მსგავსი სიახლეები