გახარიამ ივანიშვილზე და "ოცნებაზე" თუ რამე იცის, აუცილებლად უნდა თქვას - დეკანოიძე

24.02.23 14:32
გახარიამ ივანიშვილზე და "ოცნებაზე" თუ რამე იცის, აუცილებლად უნდა თქვას - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, თუ რამე იცის ბიძინა ივანიშვილზე და "ოცნების" წარმომადგენლებზე, აუცილებლად თქვას. 

20 ივნისი იყო ის, რაზეც ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობა იყოს, მათ შორის მისიც. ამიტომ, თუ რამე იცის ბიძინა ივანიშვილზე და ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც საქართელოს ამ მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, ეს არის აუცილებლად სათქმელი და ეს არის ყველა პოლიტიკოსის ვალდებულება, რომ ჰქონდეს თავისი მტკიცე პოლიტიკური ხაზი", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

გუშინ გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, "ოცნების" ლიდერების კი პატარა, მშიშარა ბიჭები. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ვერსად გაიქცევა, რადგან მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი. 

მსგავსი სიახლეები