ტკივილის, დარდის, რწმენის, ერთობისა და უკრაინელების უძლეველობის წელი - ზელენსკის ემოციური მიმართვა
„ერთი წლის წინ ამავე ადგილიდან, დაახლოებით, დილის 07:00 საათზე მოგმართეთ მოკლე განცხადებით, რომელიც სულ რაღაც 67 წამს გრძელდებოდა. ვთქვი ორი რამ, რომელიც ყველაზე მთავარი იყო მაშინ და ახლა"- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა სოფიას მოედანზე შეკრებილებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 1 წლის წინ, უკრაინელებს უთხრა, რომ რუსეთმა მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და იმაშიც დაარწმუნა, რომ უკრაინელები ძლიაერები იყვნენ.
ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ ყველას დავამარცხებთ, რადგან ჩვენ უკრაინა ვართ. ასე დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალი. ჩვენი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი დღე, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე რთული დღე. 24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი: არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი [დროშა]. არა გაქცევა, არამედ მტერთან შეხვედრა და ბრძოლა. წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლა. ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთობის წელი. და ეს არის ჩვენი უძლეველობის წელი. ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა გმირულად დაღუპული სამხედროების ოჯახებს ჯილდოები პირადად გადასცა:
„მადლობა ყველას, ვინც გადარჩა ამ წლის თებერვალში და ვინც უკრაინას უძლეველობის სადარაჯოზე დგას!!
დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლის ველზეა. დიდება ყველას, ვინც გეხმარებათ ბრძოლაში და ვინც სიცოცხლეს წირავთ! კურთხეული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე შეწირა ამ ომს"- დასძინა მან.