"ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით" - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ირპენში არიან

24.02.23 15:24
"ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით" - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ირპენში არიან

ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ამ წუთებში ირპენში არიან, ადგილზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა და საერთო სამარხებში დამარხა. 

ადგილზე ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, პარლამენტარების გვერდით  არ არიან  საქართველოს მმართველი  პარტიის დეპუტატები. თუმცა არიან ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან.  

ევროდეპუტატი კუბილიუსი, რომელიც ირპენში იმყოფება, ამბობს, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ, მისი სუვერენტიტეისთვის, ის იბრძვის საქართველოსთვის და მოლოდვასთვისაც.

უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ, მისი სუვერენტიტეისთვის, ის იბრძვის ყველასთვის, საქართველოსთვის, მოლოდვასთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ყველაფრით რითაც შეგვიძლია. ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ჩვენ შევქმენით სპეიციალური საპარლამენტო ჯგუფი, როემლიც ჩამოვიდა და შემოგვიერთდა, ბევრი პარლამენტარი არის ახლა აქ. 
აქ არის დელეგაცია, დიდი ბრაიტანეთიდან, საფრაგეთიდან იტალიიდან, აქ არიან პარტიები და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ურაინის მიმართ, აჩვენებენ ჩვენს ერთიანობას და ერთად დგომას უკრაინის გამარჯვებისთვის", - ამბობს კუბილიუსი

მსგავსი სიახლეები