უნდა გადავიდეთ ტოტალური დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის, არათანამშრომლობის რეჟიმში - გიორგი ქადაგიძე
"ჩვენ არ დავღლილვართ, არ დავიღლებით ბრძოლითა და პროტესტით უნდა გადავიდეთ ტოტალური დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის, არათანამშრომლობის რეჟიმში"- ამის შესახებ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქადაგიძემ "პირველებს" განუცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და დღესვე დაანონსდება მომდევნო აქტივობების თარიღი და დრო.
აქციები უნდა იყოს თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც. აქცია უნდა იყოს გელათთან და ყველგან, სადაც ვხედავთ ღია კოლაბორაციულისტურ უპასუხისმგებლო პოლიტიკას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.
ყველა ავტოკრატიული რეჟიმისთვის და მათ შორის ისეთი ტიპის ოლიგარქიისთვის, როგორიც საქართველოში არის მათი წარმატებაა, როდესაც ჩვენ ეჭვი შეგვაქვს ჩვენს გამარჯვებაში. როცა უიმედობა და ნიჰილიზმი დაისადგურებს ჩვენში. ამიტომ ეს აქცია უნდა იყოს მორიგი გამოღვიძების აქცია. ყველა ჩვენი ეგო უნდა გადავდოთ გვერდზე და ერთად დავდგეთ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს."- თქვა მან.
დღეს, 7 საათზე ჩვენი ქვეყნის ცენტრალური გამზირი ყურადღების ცენტრში მოექცევა. რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე ქართველი მოსახლეობა შეიკრიბება სოლიდრობისა და პატივისცემის მიზნით. ცნობილია, რომ მსვლელობას სტუდენტებიც შეუერტდებიან. აქციის დეტალებსა და მოლოდინებზე მისი ორგანიზატორები საუბრობენ.