კონსულტაციები ციხეში - მელიას ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი ხვდებიან
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ნიკა მელიასთან კონსულტაციებზე მივიდნენ ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი. მათ თავდაპირევლად ციხის კარი დაკეტილი დახვდათ, თუმცა გაუგებრობა მალევე ამოიწურა და ამ წუთებში შეხვედრა უკვე მიმდინარეობს.
მათი თქმით, საუბრის თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.
"ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ თავმჯდომარესთან შეხვედრები ოპოზიციის სხვა წევრებმაც გამართეს.
ნიკა მელიას უკვე შეხვდნენ გიორგი ბოტკოველი, ბაჩუკი ქარდავა, კობა ნაყოფია, თამარ კორძაია, თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე. მანამდე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდა სალომე სამადაშვილი.მელიასთან კონსულტაციები ასევე გამართეს "ლელოს" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.