ბედნიერი ვარ, რომ ქართული დროშა რადაში აღიმართა - სამადაშვილი

24.02.23 16:06
ბედნიერი ვარ, რომ ქართული დროშა რადაში აღიმართა - სამადაშვილი

ქართული დროშა უკრაინის რადაში აღიმართა.

"ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, ძალიან ემოციური იყო რადის სხდომაზე დასწრება.

"ძალიან ემოციური იყო, რა თქმა უნდა, რადის სხდომაზე დასწრება. ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც ემზადებიან გამარჯვებისთვის და აუცილებლად გაიმარჯვებენ. მე ბედნიერი ვარ, რომ ქართული დროშა აღიმართა რადაში და "ლელოს" ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ჩვენ აქ ვხედავთ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ომის დანაშაულს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის დიდი სირცხვილი, რომ საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ მიიღო რეზოლუცია". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ამ წუთებში ირპენში არიან, ადგილზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა და საერთო სამარხებში დამარხა. 

ადგილზე ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, პარლამენტარების გვერდით  არ არიან  საქართველოს მმართველი  პარტიის დეპუტატები. თუმცა არიან ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან.