გახარიას პრემიერობის დროს კობახიძე მისი მომსახურე პერსონალი მეგონა, ისე დასდევდა კუდში - ბესელია
ეკა ბესელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას ბევრად მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე გუშინ გადაცემა "რეაქციაში" თქვა.
ბესელია ასევე იხსენებს გახარიას პრემიერობის დროს და ამბობს, რომ მაშინ "ოცნების" ყოფილ მაღალჩნოსანს ირაკლი კობახიძე მომსახურე პრესონალიით კუდში დასდევდა.
მას აქვს, რა თქმა უნდა გაცილებით ბევრი სათქმელი, შეიძლება იმაზე მეტი, ვიდრე საუბრობს. ალბათ, მას აქვს მისი პერსონალური ეთიკა, რის გამოც რაღაცებზე ღიად არ საუბრობს, მაგრამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაექცევა. ყველაზე მეტად მახსენდება, გახარია, რომ პრემიერი იყო კობახიძე მისი მომსახურე პერსონალი მეგონა, ისე დასდევდა კუდში. ახლა როგორ გადიდგულდებიან, როცა დაინახავენ, რომ აღარ არიან თანამდებობაზე. ემატებათ გამბედაობა და რა სასაცილო და საწყალი საყურებელია ასეთ დროს ეს პატარა კაცუნები. გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი, ამიტომპასუხებსაც მიიღებენ და ეს პასუხები იქნება საკმაოდ მწვავე მათთვის", - ამბობს ბესელია.
გუშინ გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, "ოცნების" ლიდერების კი პატარა, მშიშარა ბიჭები. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ვერსად გაიქცევა, რადგან მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი.