უნდა აგოს თუ არა ივანიშვილმა პასუხი - პაპუაშვილის რეაქცია

24.02.23 16:25
უნდა აგოს თუ არა ივანიშვილმა პასუხი - პაპუაშვილის რეაქცია

არ ვეთანხმები - ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რომელმაც შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა გიორგი გახარიას, რომელმაც გუშინ "რეაქციის" პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ უნდა წავიდეს და პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, მათ შორის ქვეყნის რუსულ კურსზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა პრემიერმა გადაცემა "რეაქციაში" ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, "ოცნების" ლიდერების კი პატარა, მშიშარა ბიჭები. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ვერსად გაიქცევა, რადგან მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი.