დაჟინებით ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ - კასიანოვი
უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ვროპასში ან აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ითხოვს - განცხადება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კასიანოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია.
უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით",- ამბობს კასიანოვი.