არ გაგვიკვირდა კობახიძის განცხადება, რომელმაც სკამი დაუთმო დუმის უვარგის დეპუტატს - უკრაინელი მაღალჩინოსანი

24.02.23 16:41
არ გაგვიკვირდა კობახიძის განცხადება, რომელმაც სკამი დაუთმო დუმის უვარგის დეპუტატს - უკრაინელი მაღალჩინოსანი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საკნდალურ განცხადებას აკეთებს -  ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არ აკვირვებს. 

"ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოუგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე" - თქვა უკრაინელმა ღამაღჩინოსანმა. 

არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსად უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს", - თქვა კასიანოვმა.