ჩვენ ველოდებით საქართველოს, თქვენი გადასაწყვეტია, წინ წახვალთ თუ ერთ ადგილზე გაიჭედებით - ევროკავშირის ელჩი
ქართული ხელისუფლების გადასაწყვეტია, ევროკავშირთან შეერთების პროცესში საქართველო წინ წავა თუ გზაზე გაიჭედება - გაფრთხილება "ოცნების" ლიდერებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გაუგზავნა.
პაველ ჰერჩინსკი იქვე ამბობს, რომ ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, ქვეყანა კი გზაჯვარედინზეა.
"უკრაინას აქვს კანდიდატის სტატუსი, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ჩვენ შეერთების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ეს დაუჯერებელია. უკრაინის მთავრობა ბევრს მუშაობს, რომ ეს მოხდეს. საქართველომ კი მიიღო ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ველოდებით საქართველოს, საქართველო კი არის გზაჯვარედინზე, მათი გადასაწყვეტია როგორი მომავალი უნდათ. საქართველოს გადასაწყვეტია წინ წახვალთ თუ ერთ ადგილზე გაიჭედებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო შეცვალოთ რაღაცები, რადგან ევროკავშირი ღიაა თქვენთვის - "პაველ ჰერჩინსკი
რუსეთ-უკრაინის ომის ერთლი წლის თავზე, საქართველოში შეიკრიბნენ აკრედიტირებული დიპლომატები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. მათ იმსჯელეს ერთი წლის თავზე ომის შედეგებზე და იმაზე თუ, რა გააკეთა საქართველომ ამ ომის მიმდინარეობის პროცესში.