"ოცნებისა" და უკრაინას შორის ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა იფეთქა - "ხელისუფლება მოწვევის მიღების ფაქტს მალავდა"

24.02.23 17:11
"ოცნებისა" და უკრაინას შორის ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა იფეთქა - "ხელისუფლება მოწვევის მიღების ფაქტს მალავდა"

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სკანდალურ განცხადებას აკეთბს -  ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ხელისუფლება უმაღლესი რადასგან მოწვევის ფაქტის დამალვას ცდილობს.

უკრაინელი მაღალჩინოსანი არ მალავს, რომ იმში მყოფ ქვეყანაში იმედგაცრუებულნი არიან ცალკეული განცხადებებით.

 უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არამხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები არიან წარმოდგენილები. ამის მიუხედავად უკრაინაში იმყოფება რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრები მეგობრობის ჯგუფიდან", - განაცხადა კასიანოვმა