ბილეთის პრობლემა თუ აქვს, დავუორგანიზებ უკრაინაში ჩასვლას - ვაშაძე ზურაბიშვილზე

24.02.23 17:12
ბილეთის პრობლემა თუ აქვს, დავუორგანიზებ უკრაინაში ჩასვლას - ვაშაძე ზურაბიშვილზე

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს ბილეთის და მგზავრობის ანაზღაურებას სთავაზობს, რათა სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ჩავიდეს.

ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთელი ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩასულა კიევში და თუ მას უკრაინის მხარდაჭერა სურს, შეუძლია დღეს 7 საათზე რუსთაველზე მივიდეს, რადგან ესეც გზავნილი იქნება, თუ სად დგას რეალურად სალომე ზურაბიშვილი.

მე საერთოდ ნდობა მაქვს ძალიან დაბალი, პირდაპირ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. მთელი ერთი წელი გავიდა და აქამდეც, რომ ჩასულიყო პრობლემა არ იყო. თუ მგზავრობის და ბილეთის პრობლემა აქვს, მე შემიძლია დავუორგანიზო, რომ ჩავიდეს, ისევე როგორც მაგალითად, ელენე ხოშტარია ჩვენი საინიციატივო ჯგუფის სახელით დღეს იმყოფება კიევში. ამიტომ, თუ გინდა, ამას ყოველთვის აკეთებ. რაც შეეხება მის განცხადებებს, ვნახოთ, დღეს 7 საათზე შეკრებაა და არავის არ უთქვამს მისთვის, რომ არ შეუძლია მოვიდეს ხალხთან ერთად შეკრებაზე. მოვიდეს შეკრებაზე, მე ვფიქრობ, ესეც გზავნილი იქნება, თუ სად დგას რეალურად სალომე ზურაბიშვილი",- ამბობს გიორგი ვაშაძე.

პრეზიდენტმა დღეს "ოცნებას" ღია ცეცხლი გაუხსნა. ქვეყნის მთავარსარდლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მთავრობის დემარში და უარი კიევში ვიზიტზე. 

მისი თქმით, ისურვებდა, დღეს უკრაინაში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო.